top of page

ვის შეუძლია საჩუქრის შეკვეთა?

საჩუქრის შეკვეთა შეუძლიათ მხოლოდ საოფისე პროდუქციის ონლაინ-მაღაზია ოფისელის www.officell.ge დამკვეთებს, რომელთაც დარიცხული აქვთ სასაჩუქრე ქულები.

როგორ გროვდება სასაჩუქრე ქულები?

სასაჩუქრე ქულები ერიცხება ოფისელის ყველა დამკვეთს, თითოეული დაკვეთის განთავსებისას, 2020 წლის 13 ივლისიდან. დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია დამკვეთს ეგზავნება ელ-ფოსტის საშუალებით, ყოველი დაკვეთის მიწოდების შემდგომ. ქულების რაოდენობა მოცემულია თქვენს გვერდზე ონლაინ მაღაზიაში, ასევე თქვენს პირად კაბინეტში.

როგორ გამოვიწერო ჩემი საჩუქარი?

საჩუქრის მისაღებად გამოგვიგზავნეთ შეტყობინება გვერდიდან გამოწერა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე (032) 247 00 40. შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში ოფისელის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. საჩუქარს მოგაწვდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მისამართზე ქ. თბილისში. საჩუქრის მოწოდების ვადები განსხვავებულია და მითითებულია თითოეული პროდუქტის გვერდზე.

როგორ გავიგო რამდენი ქულა მაქვს დაგროვილი?

დაგროვილი ქულების შესახებ ინფორმაციას იღებთ ელ-ფოსტის საშუალებით ყოველი დაკვეთის მიღების შემდგომ. თქვენი ქულების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ თქვენს გვერდზე ონლაინ მაღაზიაში და პირად კაბინეტში. ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე: (032) 247 00 40. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე.

გარანტირებულად მივიღებ თუ არა საჩუქარს?

დიახ, საჩუქრის მიღება გარანტირებულია დაგროვილი ქულების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით, კომპანია ვერ ახერხებს თქვენს მიერ შერჩეული საჩუქრის მოწოდებას, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ აირჩიოთ საჩუქრის ალტერნატიული ვარიანტი. 

სასტუმროს მომსახურების არჩევის შემთხვევაში, განთავსების ხელმისაწვდომი თარიღები წინასწარ უნდა იქნას გადამოწმებული ჩვენი კომპანიის წარმომადგენელთან.

შემიძლია თუ არა ჩემი ქულება გადავცე სხვას?

ქულების სხვა პირისთვის გადაცემა, ან გაერთიანება დაუშვებელია. 

შეიძლება თუ არა საჩუქრის დაბრუნება?

საჩუქრის დაბრუნება შესაძლებელია, თუ მოწოდებულ ნივთს აღენიშნება წუნი ან დაზიანება. ასეთ შემთხვევაში მოხდება საჩუქრის ახლით ჩანაცვლება.

დაბრუნება შეუძლებელია სასტუმროს მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.

bottom of page